logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე: „ნაცკლასტერმა“ ახლა რამდენიც არ უნდა მოინდომოს, რევოლუციის სცენარი ვერ გამოუვათ
- +

31 ოქტომბერი. 2020. 23:31

 

„ნაცკლასტერმა ახლა რამდენიც არ უნდა მოინდომოს, ვერანაირი რევოლუციის, ვერც ბელორუსის და ვერც ყირგიზეთის სცენარი აქ არ გამოუვათ. ყველა წინასწარი მონაცემით,  "ქართული ოცნება"იგებს არჩევნებს უმრავლესობით,  55-60 პროცენტის ფარგლებში“, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

 

„ნაცოპოზიციამ, რომელმაც ყველაზე კარგად იცის, რომ არჩევნები წაგებული აქვს, როგორც მოსალოდნელი იყო, თავის ტრადიციულ ე.წ ფეიკ დაბოლების სტილში, დაიწყო მორიგი ტყუილების  გავრცელება "ტოტალურ გაყალბებაზე"  ხმების დასაცავად, თუ რევოლუციურ სცენარზე, მხარდაჭერილი მედია პლათფორმების ისტერიული გახმოვანებით, არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად.

მათ უნდა იცოდენ, რომ ნებისმიერი დესტაბილიზაციის მცდელობა და ქვეყნის არევა, იქნება აღკვეთილი, მათ არ გამოუვათ, არც ცალკეულ უბნებზე შეჭრის და მით უმეტეს არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობა.

ამის უფლებას კი პირველ რიგში ხალხის არჩევანი არ მოგცემთ, რადგან  არჩევნების ბედს საბოლოოდ წყვეტს ხალხის ნება და არა უმცირესობათა თავსმოხვეული დიქტატი. ეგ  IPSOS-ის ეგზიტპოლებიც ერთ ადგილზე გაიკარით!

ხალხმა კი ეს არჩევანი უკვე გააკეთა და გააკეთა არა წარსულზე, და რევანშზე, არამედ ხვალინდელ დღეზე  უკეთესი მომავლის იმედით!“, - წერს ცუცქირიძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner