logo_geo
eng_logo
ლადო ბოჟაძე: დემოკრატიის ტესტი, რომელსაც მთელი ევროპა ელოდა, ჩავაბარეთ
- +

31 ოქტომბერი. 2020. 23:51

 

 

 

"მინდა, ქვეყანას მივულოცო დემოკრატიული არჩევნების ჩატარება და გამარჯვება. დემოკრატიის ეს ტესტი, რომელსაც მთელი ევროპა ელოდა, ჩავაბარეთ. არ შემიძლია, არ მივულოცო ღირსეული გამარჯვება „ქართულ ოცნებას“ . დღევანდელი არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, დანარჩენ პარტიებს შეუძლიათ, ეს შედეგები ამობეჭდონ და კედელზე გაიკრან”, - განაცხადა ანალიტიკოსმა ლადო ბოჟაძემ "POSTV-ის" გადაცემა „არჩევნები 2020-ის“ ეთერში.

 

"რეალურად, სააკაშვილმა საკუთარი თავი დააყენა დარტყმის ქვეშ და მან დათმო ლიდერობა „ნაციონალურ მოძრაობაში“. მან დათმო ვირტუალური პრემიერ - მინისტრობა, რომელიც ვერასოდეს გახდებოდა. როდესაც შენ განწირული ხარ დამარცხებისთვის, საკუთარი ამომრჩეველი მეორედ აღარ მოდის შენს მხარდასაჭერად", - აღნიშნა ბოჟაძემ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner