„დღის განმავლობაში ხდებოდა საარჩევნო უბნებზე ზონდერების მობილიზება, მათ შორის სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოყვანილი ადამიანების. ამ შემთხვევაში შესაბამისი უწყებები იქნებიან უმკაცრესი, როცა საქმე ეხება კონკრეტულ ინციდენტებს და ხმის უფლების რეალიზაციის ხელშეშლას“, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით „დამარცხებისთვის განწირული პოლიტიკური ძალა კადრულობს ყველაფერს“.
„მათ შორის ისეთ პერიმეტრებზე და უბნებზე სადაც არანაირი შემხებლობა არ აქვთ, მიჰყავთ ზონდერები კონკრეტული მიზნებით და აპირებენ პროვოცირებას, რომ მაქსიმალურად ხელი შეუშალონ საარჩევნო კომისიებს საქმიანობაში. შესაბამისი უწყებები აკეთებენ ყველაფერს, რომ არ მოხდეს პროცესისთვის ხელისშეშლა“, - განაცხადა რიჟვაძემ.