logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ვისაც მოუწევს პოლიტიკიდან წასვლა, ვნახავთ
- +

1 ნოემბერი. 2020. 02:08

 

 

„არავითარ შემთხვევაში, ვისაც მოუწევს პოლიტიკიდან წასვლა, ვნახავთ“, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას - ფიქრობს თუ არა, რომ გლდანში, შესაძლოა, ნიკა მელიამ გაიმარჯვოს და მას პოლიტიკიდან წასვლა მოუწიოს.

 

ამასთან კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მელიას გამარჯვების შემთხვევაში  ის პოლიტიკიდან წავა.

“ვადასტურებ კიდევ ერთხელ”, - თქვა კობახიძემ.

 

ინფორმაციისთვის, ამერიკული ორგანიზაცია Public Opinion Strategies-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 54% მიიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი - 24%.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner