„არავითარ შემთხვევაში, ვისაც მოუწევს პოლიტიკიდან წასვლა, ვნახავთ“, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას - ფიქრობს თუ არა, რომ გლდანში, შესაძლოა, ნიკა მელიამ გაიმარჯვოს და მას პოლიტიკიდან წასვლა მოუწიოს.
ამასთან კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მელიას გამარჯვების შემთხვევაში ის პოლიტიკიდან წავა.
“ვადასტურებ კიდევ ერთხელ”, - თქვა კობახიძემ.
ინფორმაციისთვის, ამერიკული ორგანიზაცია Public Opinion Strategies-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 54% მიიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი - 24%.