„თქვენ ნახეთ, რომ ცესკოში იყო ხმაური და არეულობა ვინ მოაწყო?! როგორ მოაწყო?! ჰქონდა საფუძველი?! არ ჰქონდა საფუძველი. ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, რომელიც ზუსტად იმ დესტრუქციას ახორციელებდა, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ რამდენიმე დღით ადრე“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
კობახიძის თქმით, აღნიშნულ ფაქტს მკაცრი რეაგირება მოჰყვება.
ცნობისთვის, როდესაც ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანია საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს აცხადებდა, ბრიფინგის სივრცეში „ნაციონალური მოძრაობის“ ცესკო-ს წევრი, დავით კირთაძე ხმაურით შეიჭრა და შედეგები გააპროტესტა.