logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ცესკო-ს თავმჯდომარეს ბრიფინგი შეაწყვეტინეს - ტყუილზე დაფუძნებული მუხტის აწევას ადგილი ვერ ექნება
- +

1 ნოემბერი. 2020. 05:05

 

 

„ცესკო-ს თავმჯდომარეს ორჯერ შეაწყვეტინეს ბრიფინგი, რათა ის რაღაც რევოლუციური სცენარი მოქმედებაში მოიყვანონ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა  ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ტყუილზე დაფუძნებით, საზოგადოებაში მუხტის აწევა ვერ მოხდება.

 

„ძალიან მძიმე ფაქტი ვნახეთ, როდესაც ცესკო-ში, ადგილი ჰქონდა საბოტაჟის ფაქტს, როდესაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ორჯერ შეაწყვეტინეს ბრიფინგი, რათა ის რაღაც რევოლუციური სცენარი, რომელსაც ისინი თავიანთ რიგებში აანონსებდნენ, როგორმე მოქმედებაში მოიყვანონ. თუმცა დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ სახელმწიფო შემდგარია და ტყუილზე დაფუძნებული მუხტის აწევას ადგილი ვერ ექნება. ჩვენ მოგვდის ადგილებიდან ინფორმაციები, რომლებიც ითვლება დეტალურად. ამ წუთებში, როგორც ცესკო-ს თავმჯდომარემ გამოაცხადა, თუ არ ვცდები, რაოდენობაში დაახლოებით 1 080 უბნის შედეგი.  ჩვენ გვაქვს კიდევ უფრო მეტი მონაცემი, ეს ეხება 1 600-ზე მეტ უბანს. ამის შესახებ ინფორმაციას ჩვენი წარმომადგენლები გვაწვდიან და „ქართული ოცნების“ საარჩევნო შედეგი დაახლოებით, 51 პროცენტია“, – განაცხა

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner