„ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა, რომელიც პირდაპირ ხაზს უსვამს, რომ ჩვენ ნამდვილად უნდა მივულოცოთ საქართველოს, ქართველ ხალხს, რომ არჩევნები შედგა“, - ასე გამოეხმაურა, „ქართული ოცნების“ წევრი, კახა კუჭავა საერთაშორისო დამკვირვებლების ანგარიშს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
„ეს ანგარიში ძალიან მნიშვნელოვანია. არა მხოლოდ საქართველოში, ნებისმიერ ქვეყანაში, როდესაც არჩევნები ტარდება, საერთაშორისო დამკვირვებლები, და ამ შემთხვევაში ოდირს აღებული აქვს ფლაგმანი და ლიდერი არის ამ კუთხით, სადაც გაერთიანებულია სხვადასხვა საპარლამენტო დელეგაციების წარმომადგენლებიც, ისინი აკეთებენ ამ საერთაშორისო ანგარიშს თუ როგორ შეფასდა არჩევნები. ზუსტად ეს იყო დღეს გადამწყვეტი მომენტი, თუ როგორ იქნება გუშინდელი დღის, გარკვეული დაძაბულობების მიუხედავად, შეფასებები გაკეთებული. ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა, რომელიც პირდაპირ ხაზს უსვამს, რომ ჩვენ ნამდვილად უნდა მივულოცოთ საქართველოს, ქართველ ხალხს, რომ არჩევნები შედგა“, - განაცხადა კუჭავამ.