„ოპოზიციის განცხადებები საერთაშორისო შემფასებლების დასკვნებს აცდენილია“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ძალიან მშვიდად გაგრძელდება პროცესი მეორე ტურამდე და შემდეგ უკვე პარლამენტის პირველ სხდომამდე.
„ამის საფუძველზე შედგება პარლამენტის პირველი შეკრება. როგორც მოგეხსენებათ, ყველა საერთაშორისო პარტნიორი, მათ შორის ამერიკის ელჩი, მუდმივად აკეთებს განცხადებებს მომავალ პარლამენტთან თანამშრომლობის თაობაზე.
გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს თანამშრომლობა განსაკუთრებით საინტერესო შეიძლება იყოს იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ ახალ პარლამენტში სავარაუდოდ, 9 პოლიტიკური პარტია იქნება, რაც უპრეცედენტო მაჩვენებელია ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში. ასეთი მაჩვენებელი ალბათ 1992 წლის შემდეგ არ გვქონია - ძალიან მაღალი პლურალიზმის ხარისხი გვექნება საქართველოს პარლამენტში, რაც ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის ძალისხმევით განხორციელდა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.