,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ლაშა ნაცვლიშვილი ეხმაურება ოპოზიციის ნაწილის, მათ შორის ენმ-ს განცხადებებს, რომლის თანახმადაც, პარტიების ლიდერები სადეპუტატო მანდატებზე უარს იტყვიან.
„ქართველი ხალხის დაკვეთა იყო: "არცერთი ნაცი პარლამენტში!". ხოდა, თუ მართლა არ შევლენ, გადასარევი ამბავი იქნება - ერთხელ მაინც ხომ უნდა შეასრულონ ხალხის დაკვეთა? პოზიტივს მაინც ვერ შეიტანენ საპარლამენტო ცხოვრებაში და დესტრუქციისთვის ქუჩაში ირბინონ, ჯობია!“, - წერს ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიები ახალ, რიგგარეშე არჩევნებს ითხოვენ. ისინი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ.