logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ბოლო 1 წელია ოპოზიცია ისედაც შატალოზე იყო წასული
- +

2 ნოემბერი. 2020. 00:22

 

 

"ბოლო 1 წელია ოპოზიცია ისედაც შატალოზე იყო წასული და ისიც ნახეთ, რომ პარლამენტმა შეძლო ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმების მიღება“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" თუ პარლამენტში არ შევა, ეს არ იქნება დიდი ტრაგედია.

 

„თუ "ნაციონალური მოძრაობა" არ შემოვა პარლამენტში, მე არ ვფიქრობ, რომ ეს ტრაგედია იქნება ქვეყნისთვის - არის სხვა, ახალი, ჯანსაღი ოპოზიციური ჯგუფები, რომელთაც, ვფიქრობთ, მეტი სივრცე სჭირდებათ პოლიტიკაში. ჩვენ გავაკეთეთ დემოკრატიული რეფორმები ზუსტად იმისთვის, რომ მიგვეღო ასეთი შედეგი, როდესაც საქართველოს პარლამენტი იქნებოდა პლურალისტური და "ნაციონალურ მოძრაობას" აღარ ექნებოდა მონოპოლია ოპოზიციაში. ყველაფერი სწორედ აქეთკენ მიდის. მე გარწმუნებთ, რომ 2024 წელს ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ახლა შევიდნენ პარლამენტში, მიიღებენ უფრო მეტ დაფინანსებას ბიუჯეტიდან და უკეთ მოემზადებიან შემდეგი პარლამენტისთვის.

 

ჩვენ გვაქვს გეგმა - თუ "ნაციონალური მოძრაობის" შანტაჟს დაექვემდებარებიან დანარჩენი პოლიტიკური პარტიები, რომელთაც აქვთ რეალური შანსი, რომ მომავალში დაიკავონ ამ დესტრუქციული, მავნებელი პოლიტიკური ძალის ადგილი ქართულ პოლიტიკაში და ეს იქნება ნორმალური, ჩვენც ამიტომ გავატარეთ ეს რეფორმები, ერთ წელიწადში თვითმმართველობის არჩევნებია, ხელთ გვაქვს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები, სადაც ეს არჩევნები არის ლეგიტიმური, სადაც საერთაშორისო საზოგადოებამ თქვა, რომ მიუხედავად დარღვევებისა, ეს დარღვევები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ არჩევნების შედეგების აღიარებას რამე კითხვის ნიშანი დაესვას. შემდეგი ერთი წლის განმავლობაში ჩვენ იმ ოპოზიციას, რომელიც ახლა აშანტაჟებს დანარჩენებს, ბოლომდე გავუფორმებთ ამ უპასუხისმგებლობას და ამ პოლიტიკურ ფასს გადავახდევინებთ," -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner