„გარეჯის გამო ისე დაგვეძაბა ურთიერთობა აზერბაიჯანთან, რომ... ალიევმა პირველმა მოგვილოცა გამარჯვება!“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მრჩეველი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება ოპოზიციის ნაწილის მიერ გაჟღერებულ განცხადებებს, თითქოს დავით გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიება საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებს დააზიანებს.
ცნობისთვის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება მიულოცა.