logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: მათივე პარტიის მიერ დადებულ ეგიზიტპოლში „ქართულ ოცნებას“ აქვს ის შედეგი, რაც საბოლოო ჯამში ცესკო-მ დააფიქსირა
- +

2 ნოემბერი. 2020. 19:44

 

 

„როდესაც არჩევნების არალეგიტიმურობაზე საუბრობენ, შეგახსენებთ, რომ მათივე პარტიამ დადო ეგზიტპოლი, რომლის მიხედვითაც „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა 46 % და იყო დასაშვები 3%-იანი ცდომილება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„მათივე პარტიის მიერ დადებულ ეგიზიტპოლში „ქართულ ოცნებას“ აქვს ის შედეგი, რაც საბოლოო ჯამში ცესკო-მ დააფიქსირა. ამას ხედავენ ჩვენი საერთაშორისო დამკვირვებლები. მათივე ეგზიტპოლს დაემთხვა ცესკო-ს შედეგები. იმ ცდომილების ფარგლებში, რაც დასაშვებია. ასეთ დროს ღიმილის მომგვრელია არალეგიტიმურობაზე საუბარი. როდესაც კონკრეტული პარტია, რომელსაც ნული მთელი რაღაც პროცენტი ჰქონდა და გეუბნება, რომ 5 % აიღო, ვიღაც გეუბნება, 30% აიღო და ასე შემდეგ, ეს მართლა ღიმილის მომგვრელია. მაშინ თქვან, ვინ რამდენი პროცენტი აიღო და დარწმუნებული ვარ, 100 %-ს მარტო ისინი ასცდებიან. ასეთი ალოგიკური არ შეიძლება იყო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner