logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: ლაშა ჟვანიას ელჩობიდან გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია
- +

2 ნოემბერი. 2020. 20:01

 

 

„მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია თანამდებოებიდან გადადგა, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება.

 

როგორც პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, აღნიშნული ინფორმაცია სიცრუეა.

 

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის, ლაშა ჟვანიას ელჩობიდან გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია.

 

ინფორმაცია თავად ლაშა ჟვანიასთან გადავამოწმეთ და მას ისრაელში საქართველოს ელჩის პოზიცია არ დაუტოვებია და არც მისი ამ თანამდებობიდან გადადგომა არ განიხილება“,  -წერს ზურაბიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner