logo_geo
eng_logo
გიორგი გაბედავა: უგულავამ, რომელიც აგვისტოს ომის დროს კუდამოძუებული გაიქცა, პუტინისტები გვეძახა ომის ორ მონაწილეს
- +

2 ნოემბერი. 2020. 22:03

 

„ზუგდიდელების, მათ შორის, ტერორისტის მიერ მძევლად აყვანილთა ოჯახის წევრებისა და ახლობლების უკიდურესი გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ უგულავა მთელი დღის განმავლობაში თვითპიარითა და პოლიტიკური ქულების დაწერით იყო დაკავებული. მას რამდენჯერმე მოუწოდეს კიდეც, რომ პოლიტიკურ მაიმუნობას შეშვებოდა და იქაურობას გასცლოდა“, - ამის შესახებ „ქართული მარში – ეროვნული მოძრაობის„“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი გაბედავამ „ასავალ-დასავალს“ განუცხადა.

 

მან ზუგდიდში,  გიგი უგულავასთან დაპირისპირების დეტალებზე ისაუბრა.

 

„უპირველეს ყოვლისა, მე იქ ვიყავი არა როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, არამედ, როგორც ჭირისუფალი, რადგან მძევლებს შორის ჩემი ბიძაშვილიც იყო. ერთადერთი საფიქრალი მქონდა, რომ მძევლები უვნებლად გადარჩენილიყვნენ და პოლიტიკური განცხადებების გაკეთებაზე არც კი მიფიქრია.

 

საღამოს, როცა მძევლების მშობლებთან და ახლობლებთან ვსაუბრობდი, დავინახე, რომ ევრონაცი ზონდერები ერთ ადამიანს დაესივნენ, რომელმაც უგულავას უთხრა – წადი აქედან, თავს ნუ იპიარებო! უგულავას ზონდერები ამ ბიჭს, ჟარგონულად რომ ვთქვათ, „აკაჩავებდნენ“ – გიგის ნუ ახსენებო! ბუნებრივია, ზონდერებს მოვუწოდე – თავი გაანებეთ, ადამიანს სრული უფლება აქვს, საკუთარი აზრი და პროტესტი გამოხატოს-მეთქი! რა თქმა უნდა, ეს არ ესიამოვნათ და აგრესია ჩემზე გადმოიტანეს, ბოლოს კი პირადად უგულავა მოვიდა და გინება დამიწყო.

 

ბუნებრივია, დედის გინებას უპასუხოდ არ დავტოვებდი, მითუმეტეს, რომ ეს გინება ზონდერების უსტაბაშისა და ბიუჯეტის ქურდისგან მოდიოდა. წარმოიდგინეთ, უგულავამ, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გორიდან კუდამოძუებული გაიქცა, პუტინისტები გვეძახა აგვისტოს ომის ორ მონაწილეს – მე და უჩა გუგუჩიას, რომელიც შინდისის ლეგენდარული ბრძოლის ერთ-ერთი მონაწილეა და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.

 

ბევრი რომ არ გავაგრძელო, საქმეში პოლიცია ჩაერია და ვითარება განმუხტა, მაგრამ რამდენიმე წუთში, როცა ჟურნალისტებს ინტერვიუს ვაძლევდი და ვუხსნიდი, თუ რამ გამოიწვია დაპირისპირება, უგულავას დაქირავებული ზონდერი უკნიდან ლაჩრულად მომეპარა და დამარტყა. ეს გახლდათ  ლევან სამუშია, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიიდან კონტრაბანდული საქონლის გადმოტანაზე რამდენჯერმე არის დაკავებული და დღესაც პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება. მან ჩემგან საკადრისი პასუხი იქვე მიიღო და ლაჩრული საქციელი არც ზუგდიდელებმა აპატიეს – იმდენი მოხვდა, რუსის ბარაბანს რომ არ მოხვედრია.

 

საერთოდ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ უგულავა ზუგდიდში დაქირავებულ ზონდერებთან ერთად გადაადგილდება, რომლებიც საარჩევნო შტაბში კოორდინატორებად, აგიტატორებად, დამკვირვებლებად და მძღოლებად ჰყავს გაფორმებული. ყველა მათგანის სახელი, გვარი და ბიოგრაფია ვიცი – ადრე მეგის ქარდავას ზონდერები იყვნენ, ახლა კი უგულავას ეგიდით ზონდერობენ“, - განაცხადა გაბედავამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner