„31 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული არჩევნები იყო კონკურენტული და ფუნდამენტური თავისუფლებები მთლიანობაში დაცული იყო“, – ამის შესახებ ნათქვამია ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ლატვია მიესალმება 31 ოქტომბერს საქართველოში ორგანიზებულ საპარლამენტო არჩევნებს.
არჩევნები იყო კონკურენტული, ფუნდამენტური თავისუფლებები მთლიანობაში იყო დაცული. პანდემია იყო გამოწვევა, რომელიც დაძლეულ იქნა. იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების რეკომენდაციების იმპლემენტაცია მოხდება 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურის დროს“, – წერია უწყების განცხადებაში.