„კრიმინალური „ნაცმოძრაობა“ ჯერ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ანადგურებდა ოპოზიციას, ახლა კი ოპოზიციაში ყოფნის დროს ანადგურებს და ტყვეობაში ჰყავს ოპოზიცია“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
„პარადოქსი #1: მიშას მიერ მიტაცებულები „ოცნების“ მიერ ხელისუფლების მიტაცებაზე საუბრობენ!
პარადოქსი #2: ყველაზე დიდი უბედურება კი ისაა, რომ კრიმინალური „ნაცმოძრაობა“ ჯერ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ანადგურებდა ოპოზიციას, ახლა კი ოპოზიციაში ყოფნის დროს ანადგურებს და ტყვეობაში ჰყავს ოპოზიცია“, - წერს ანრი ოხანაშვილი.