logo_geo
eng_logo
თამარ ჟვანიამ განმარტა რა შემთხვევაში გადადგება
- +

3 ნოემბერი. 2020. 01:00

 

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გაცხადებით, იმ შემთხევაში გადადგება, თუკი რომელიმე შედეგი სწორად არ იქნება დათვლილი. ამის შესახებ მან „ღამის კურიერის“ ეთერში ისაუბრა.

 

"თამარ ჟვანია იმ შემთხევაში მიიღებს გადადგომის გადაწყვეტილებას, თუკი რომელიმე შედეგი არ იქნება სწორად დათვლილი და თუკი რომელიმე შედეგზე არ მოხდება ისეთივე რეაგირება, როგორიც საჭიროა. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რადგან დღეს ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ხალხის ნება ზედმიწევნით იყოს გადმოცემული. ეს წლების განმავლობაში ასე ხდებოდა და ეს ყოველივე აღიარებულია საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ. ამიტომ, როდესაც პოლიტიკური მიზნებით, ვინმე შედეგების ნამდვილობის საკითხს აყენებს, ეს არასწორია. აიღოს ყველამ ოქმი და თითოეულ მოქალაქეს შეუძლია დათვალოს ის, რასაც ცესკო გამოაქვეყნებს,"- განცხადა თამარ ჟვანიამ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner