logo_geo
eng_logo
თამარ ჟვანია: ცესკო და თამარ ჟვანია არ აყალბებს არჩევნებს, ეს არის პოლიტიკურად საზოგადოებაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა
- +

3 ნოემბერი. 2020. 01:33

 

 

"ცენტრალური საარჩევნო კომისია და თამარ ჟვანია არ აყალბებს არჩევნებს, ეს არის ტყუილი და პოლიტიკურად საზოგადოებაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა“, - განაცხადა  ცესკოს ხელმღვანელმა თამარ ჟვანიამ  „ღამის კურიერის“ ეთერში, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის მიერ ბოლო პერიოდში გაჟღერებულ განცხადებებს.  მან ასევე უპასუხა ხატია დეკანოიძეს, რომელმაც გაახსენა 2003 წელი, როდესაც ჟვანიამ  მაშინდელ საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელს გამყალბებელი უწოდა.

 

„ამას ადასტურებს ბევრი რამ. მაშინ მე არ მიკადრებია და არავისზე მიწოდებია გამყალბებელი, პირადად მე, უბრალოდ იყო ნაჩვენები პარალელური დათვლის შედეგებით 2003 წელს, სამართლიანი არჩევნების მიერ, რომელშიც მე ვიყავი ერთ-ერთი ხელმძღვანელი. შედეგებმა აჩვენა მაშინ ძალიან დიდი ცდომილება.

 

პარალელურ დათვლას აქვს თავისი მეთოდოლოგია. ავიღოთ ახლანდელი პარალელური დათვლის შედეგები, შევადაროთ ცესკოს შედეგებს და ვნახოთ, ის არის, პრაქტიკულად, ერთი ერთში და ცდომილების ზღვარში ჯდება ყველაფერი,"-განაცხადა თამარ ჟვანიამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner