„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიცია მეორე ტურებისთვის ემზადება.
„რაც შეეხება მეორე ტურებისთვის სამზადისს, ჩვენ გვაქვს ადგილობრივი შტაბებიდან შემოსული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციას უკვე დაწყებული აქვს მზადება. კახეთიდან, ზუგდიდიდან, თბილისის ოლქებიდან მაქვს ასეთი ინფორმაცია, მათ აქ უკვე დაწყებული აქვთ მუშაობა, მათ შორის აგიტატორების მიბილიზაცია და ა.შ. ეს არის ინფორმაცია, რაც ჩვენ გვაქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიების ლიდერები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. მათ უარი თქვეს საპარლამენტო მანდატებზე, ასევე უარს ამბობენ მეორე ტურებში მონაწილეობაზე.