logo_geo
eng_logo
თბილისის საქალაქო სასამართლოს რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
- +

4 ნოემბერი. 2020. 17:44

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში დასაქმებულ რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი  დაუდასტურდა. ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს.

 

ქვეყანაში კორონავირუსის გახშირებულ შემთხვევებთან დაკავშირებით, სასამართლო მომხმარებელს მიმართავს მაქსიმალურად შეიკავონ თავი ყველა სახის კორესპონდენციის წარმოდგენის მიზნით სასამართლოში ვიზიტისაგან.

 

„მოვუწოდებთ, სასამართლოს ვიზიტორებს და პროცესის მონაწილე მხარეებს, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და გადაუდებელი აუცილებლობის გარდა შეზღუდონ ზემოთხსენებული მიზნით, სასამართლოში ვიზიტები“, - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner