logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ცესკო-ს მიერ თავად აღმოჩენილი და გასწორებული ხარვეზის შედეგად, მცხეთის საარჩევნო ოლქში მე-2 ტური გაიმართება
- +

4 ნოემბერი. 2020. 17:55

 

 

„ცესკო-ს მიერ თავად აღმოჩენილი და გასწორებული ხარვეზის შედეგად, მცხეთაში საარჩევნო ოლქში მე-2 ტური გაიმართება“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინზე განაცხადა.

 

მისი თქმით, ოქმების პრაქტიკულად აბსოლუტურ უმრავლესობაზე, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების ხელმოწერები ფიქსირდება. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მათ დაადასტურეს იმ ოქმების სისწორე, რომელზეც დღეს არაერთი სპეკულაცია მიმდინარეობს.

 

„ოქმების პრაქტიკულად აბსოლუტურ უმრავლესობაზე ფიქსირდება, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების ხელმოწერები. მათ დაადასტურეს იმ ოქმების სისწორე, რომელზეც დღეს არაერთი სპეკულაცია მიდის. იმ შემთხვევაში, თუ ისინი დაახლოებით 100 ოქმს აპროტესტებენ, იქ შესაძლოა, რომ 1 და 2 მართლა პრობლემა იყოს და აქვე დავამატებ, რომ სამგორის ოქმის გარდა, როგორც მე ვიცი, მათ საერთოდ არ განუცხადებიათ პრეტენზია, მცხეთის შემთხვევაში, ცესკო-ს ინიციატივით, მის მიერ მიღებული ინფორმაციისა და შესწავლის საფუძველზე, ცესკო-მ გადაწყვიტა, რომ შეესწავლა ერთ-ერთი უბანი, სადაც არასწორად ჰქონდათ ხმა მიცემული, სპეცუბანზე მაჟორიტარისათვის.

 

ამ ხარვეზის გასწორების შესაბამისად, პირველ ტურში გამარჯვებული მაჟორიტარი აღმოჩნდა, რომ არ არის რეალურად გამარჯვებული და ამ შესწორებამ უზრუნველყო ის, რომ მცხეთაში გაიმართება მე-2 ტური, თუმცა, ამის ზუსტად თქმა ჯერჯერობით არ შეგვიძლია. ცესკო-ს მიერ თავად აღმოჩენილი და გასწორებული ხარვეზის შედეგად, მცხეთაში საარჩევნო ოლქში მე-2 ტური გაიმართება. აქედან გამომდინარე „ნაციონალური მოძრაობისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც იყვნენ ყველგან და აწერდნენ ხელს საარჩევნო ოლქებს, ამ ყოველივეს შემდეგ მაინც აპროტესტებენ.

 

იქ, სადაც იყო შეცდომა და შეცდომის გამო მათ ეს ვერ ნახეს და ისე მოაწერეს ხელი, რაც ასევე შეუძლია თქვას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელსაც, ყველაფერი სწორდება და როგორც წინა წლებში მიყვებიან ცესკო-ს და საარჩევნო ოლქის წარმომადგენლები და დეტალურად ასწორებენ ამ ოქმებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner