logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: უდიდესი სიბინძურეა, როდესაც საზოგადოებას ატყუებ მარტივი ფეიკებით
- +

4 ნოემბერი. 2020. 18:05

 

„დღეს ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური არხის გენერალურმა დირექტორმა იკადრა და სოციალურ ქსელში გაავრცელა ფეიკი იმის შესახებ, რომ თითქოს ირაკლი კობახიძე ამბობდა, რომ ოპოზიციამ გააყალბა არჩევნები“, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„მსგავსი არ ყოფილა და მსგავსი კი არ ყოფილა, მიმსგავსებული განცხადებაც, რომლიდანაც შეიძლებოდა ეს გვეგულისხმა, ასეთი განცხადებაც კი არ გაკეთებულა. ამიტომ უდიდესი სიბინძურეა, როდესაც საზოგადოებას ატყუებ მარტივი ფეიკებით, ოღონდ საღამომდე შეიძლება ვიღაცას დააჯერო და ხვალ რა იქნება იმას აღარ ფიქრობ“, - აღნიშნა მდინარაძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner