logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: მიხეილ სააკაშვილს აქვს ერთადერთი მიზანი, რომ ეს ქვეყანა არიოს
- +

4 ნოემბერი. 2020. 18:16

 

 

 

„მიხეილ სააკაშვილს აქვს ერთადერთი მიზანი, რომ ეს ქვეყანა არიოს, როცა სჭირდებათ, კოვიდი პრობლემა აღარ არის, იქნებ 500 კაცით მეტი მივიდეს აქციაზე“,-  ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

 

„როცა უნდა მიხეილ სააკაშვილს და მის თანაგუნდელებს, კოვიდი არის უდიდესი პრობლემა, რომელსაც ქვეყანა ვერ უმკლავდება და ამასაც ტყუილს ამბობენ და როცა სჭირდებათ, კოვიდი პრობლემა აღარ არის, რადგან იქნებ 500 კაცით მეტი მივიდეს აქციაზე.

 

ერთადერთი ეს მიზანი აქვთ - ქვეყნის ასარევად იქნებ ვინმეს არ შეეშინდეს და ცოტა მეტი - რამდენიმე ასეულით მეტი ადამიანი გამოვიდეს აქციაზე, ამიტომ ცდილობს, რომ ეს პრობლემა საერთოდ პრობლემად არ ჩათვალოს და თითქოს კოვიდი საერთოდ არ არსებობს.

 

სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ისეთი ხალხიც არსებობს, რომლებიც ამბობენ, რომ კორონავირუსი საერთოდ არ არის და მათ რიგებს შეუერთდა ახლა მიხეილ სააკაშვილი, რომ 300 ან 600 ადამიანით მეტი მივიდეს აქციაზე ქვეყნის ასარევად“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რამდენიმე კვირის წინ მას კორონავირუსი ჰქონდა, რომელიც მსუბუქად გადაიტანა. მისივე თქმით,  8 ნოემბერს დაგეგმილ აქციაზე მთავარია საზოგადოების კონსოლიდაცია და მოქალაქეებს არაფრის უნდა შეეშინდეთ, მათ შორის, არც ვირუსის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner