logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: დიდი სიხარულით ველოდებით ჯონ ქერის საქართველოში ვიზიტს
- +

30 ივნისი. 2016. 20:19


 

"რა თქმა უნდა, დიდი სიხარულით ველოდებით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჯონ ქერის ვიზიტს", - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა.


როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს ვიზიტი წინასწარ დაანონსებულია და საბოლოო დეტალებზე დღეს ვერ ისაუბრებს.

 

„დეტალები ვიზიტის შესახებ დაზუსტდება და გამოცხადდება. ეს ვიზიტი იქნება კიდევ ერთი დადასტურება NATO-ს სამიტის წინ აშშ-ის მხრიდან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მყარი მხარდაჭერისთვის",- განაცხადა პრემიერმა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner