"რა თქმა უნდა, დიდი სიხარულით ველოდებით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჯონ ქერის ვიზიტს", - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს ვიზიტი წინასწარ დაანონსებულია და საბოლოო დეტალებზე დღეს ვერ ისაუბრებს.
„დეტალები ვიზიტის შესახებ დაზუსტდება და გამოცხადდება. ეს ვიზიტი იქნება კიდევ ერთი დადასტურება NATO-ს სამიტის წინ აშშ-ის მხრიდან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მყარი მხარდაჭერისთვის",- განაცხადა პრემიერმა.