„ხელისუფლების ყველა შტოს პასუხისმგებლობა იყო არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარება და ჩვენ ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ იმისთვის, რომ ყველა ამომრჩეველი ყოფილიყო დაცული“, - ეს განცხადება ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა.
,,აქტივობა იყო ძალიან მაღალი, მაღალი იყო ნდობაც მათი მხრიდან. უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის ადამიანი მონაწილეობდა არჩევნებში უსაფრთხოდ, მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დღესაც სტაბილობის შენარჩუნება. პირველ რიგში პანდემიის კონტროლის ნაწილში და რა თქმა უნდა პოლიტიკური პროცესის ნაწილშიც, ვინაიდან სტაბილობა არის ის რაც განსაზღვრავს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, როგორც ლარის კურსს, ასევე პანდემიის განვითარების მაჩვენებლებს”, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.