logo_geo
eng_logo
გია ვოლსკი: აქციები მნიშვნელოვანწილად ემსახურება პანდემიის გავრცელების მიზანს, საზოგადოებას ძალიან ცუდ თამაშებში ითრევენ
- +

5 ნოემბერი. 2020. 19:50

 

 

„თუ განცხადებებს გავაანალიზებთ, მივხვდებით, რომ აქციები მნიშვნელოვანწილად ემსახურება პანდემიის გავრცელების მიზანს. საზოგადოება ფრთხილად უნდა იყოს, ძალიან ცუდ თამაშებში ითრევენ“, - ეს განცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ოპოზიციის მიერ 8 ნოემბერს დაგეგმილ აქციაზე კომენტირებისას გააკეთა.

 

მისი თქმით, ეს აქცია არ არის მხოლოდ ერთობისა და ძალის დემონსტრირების მცდელობა.

 

„საპროტესტო აქციას ხელს ვერაფერი შეუშლის. ეს აქცია არ არის მხოლოდ ერთობისა და ძალის დემონსტრირების მცდელობა. თუ განცხადებებს გავაანალიზებთ, მივხვდებით, რომ აქციები მნიშვნელოვანწილად ემსახურება პანდემიის გავრცელების მიზანს. სხვა დახასიათებას ვერ ვაძლევ. თუნდაც, ბათუმის აქციას და იმ განცხადებას, რაც სააკაშვილმა გააკეთა, რომ თითქოს, გადაიტანა კოვიდვირუსი, ჯანმრთელად არის და ხალხს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს. საფუძველი მაქვს, გაცილებით მწვავე შეფასება მქონდეს. სიღრმისეულ ანალიზს თუ გავაკეთებთ, ამ მცდელობებში ბევრ საეჭვოს დაინახავთ. ჩემთვის არც ერთი ადამიანი არ არის გამოყოფილი პოლიტიკური კუთვნილებით, ვისაც მკურნალობა სჭირდება უნდა ვუმკურნალოთ. საზოგადოება ფრთხილად უნდა იყოს, ძალიან ცუდ თამაშებში ითრევენ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner