logo_geo
eng_logo
გია გაბრიჩიძე: როგორ შეიძლება ჩიკოტელომ გააპროტესტოს ის, რომ ბავშვთა სახლის დირექტორად არ დანიშნეს?
- +

5 ნოემბერი. 2020. 20:07

 

 

„როგორ შეიძლება ჩიკოტელომ გააპროტესტოს ის, რომ ბავშვთა სახლის დირექტორად არ დანიშნეს? როგორ შეიძლება ეიხმანმა გააპროტესტოს ის, რომ მას ქირურგიული ოპერაციების და სამედიცინო კვლევების ჩატარების უფლება არ მისცეს?“, - ასე ეხმაურება ჟურნალისტი გია გაბრიჩიძე ოპოზიციის ნაწილის პროტესტს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით.

 

„საკმაოდ უცნაური სიტუაციაა. ფაქტობრივად მთელი ოპოზიციური სპექტრი არჩევნების შედეგების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს აანონსებს. გაგიკვირდებათ და ის "პოლიტიკური ძალებიც" კი აპროტესტებენ, რომლებმაც ხმების ერთი პროცენტიც კი ვერ მიიღეს. აქ შეიძლება მღვრიე წყალში თევზის დაჭერის, ან პოლიტიკურ სივრცეში ტივტივის სურვილი უფრო მუშაობდეს, ვიდრე რეალური შედეგის მიღებისკენ სწრაფვა, მაგრამ ამაზე სხვა დროს.

 

ახლა კი პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ თუ საქმე პროტესტის გამოხატვაზეა, ამის მორალური უფლება მხოლოდ საქართველოს პატრიოტთა ალიანსს გააჩნია. დიახ, სწორედაც მორალური უფლება, რადგანაც პროტესტის განცდას მხოლოდ მორალური სიმაღლე იძლევა.

 

როგორ შეიძლება ჩიკოტელომ გააპროტესტოს ის, რომ ბავშვთა სახლის დირექტორად არ დანიშნეს?როგორ შეიძლება ეიხმანმა გააპროტესტოს ის, რომ მას ქირურგიული ოპერაციების და სამედიცინო კვლევების ჩატარების უფლება არ მისცეს?

ნაცმოძრაობას, ევრონაცებს, მათს უსაქმურ, ფულზე დახარბებულ სატელიტებს და მათთან აფილირებულ არასამთავრობოებს ჯანსაღი პროტესტის გრძნობა ჰქონდეთ?

ერთხელ გია ჭანტურიამ მითხრა - პოლიტიკა იმდენად ბინძური რამაა, სუფთა ხელებით უნდა აკეთოო. ეგაა და ეგ“, - წერს გაბრიჩიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner