„ოპოზიცის დესტრუქციული ქმედებების შესახებ არჩევნებამდე ბევრად ადრე ვეუბნეოდით საზოგადოებას, რადგან ნათელი იყო, რომ ასეთ ნაბიჯებს ოპოზიცია აუცილებლად გადადგამდა იმ რეიტინგიდან გამომდინარე, რაც მათ მანამდეც გააჩნდათ, რაც თავისივე ეგზიტპოლებმა აჩვენეს. სიტუაციის დაწევის და ტემპერატურის აწევის გარდა მათ სხვა რესურსი არ გააჩნიათ და ამას აქვს ძალიან მარტივი ახსნა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, იმ პირობებში, როცა არის პანდემიის აფეთქება, "ნაციონალური მოძრაობა" ფაქტობრივად საკუთარ ამომრჩეველს წირავს.
„ყველამ იცის ძალიან კარგად, რომ შესვლა სხდომაზე, სადაც ხორციელდება შესაბამისი პროცედურა, არის ძალიან მკაცრად რეგლამენტირებული, პირდაპირ წერია კანონმდებლობაში, რომ მხოლოდ პარტიის წარმომადგენლები იმ რაოდენობით, რაც წერია, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს და ყველა იმ პირს, რომელსაც კანონმდებლობა მოიცავს, აქვთ სრული უფლება შევიდნენ და დასწრონ ამ სხდომებს. ეს ხალხი, პარტიების წარმომადგენლები იქ იყვნენ და ადამიანები რომლებიც ფიზიკურად ძალადობდნენ პოლიციაზე, იყვნენ იქ, იდგნენ იმისთვის, რომ იცოდნენ რომ არავინ შეუშვებდა რადგან არაუფლებამოსილი პირები იყვნენ. ისინი ცდილობენ არაფრიდან შექმნან პრობლემა“, - განაცხადა მათიკაშვილმა.