„ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ, არჩევნები ჩატარდა თავისუფალ გარემოში და ეს დაადასტურა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა. დანარჩენი ხალხს ძალიან კარგად ესმის, რომ სააკაშვილს ეს ყველაფერი მიჰყავს რევოლუციისკენ“, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
„ყველამ ნახა, გუშინ, როდესაც გადაითვალა თერთმეტი უბნის მონაცემები და ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა უკვე ოპოზიციური პარტიების კომისიის წევრები, რომლებიც საჩივრებს წერდნენ, კომისიის სხდომებს არ დაესწრნენ და პროტესტი გამოუცხადეს. გარეთ აწყობენ პროვოკაციებს და შეურაცხყოფას აყენებენ ჩვენ ღირსეულ პოლიციას. ეს ყველაფერი არის მარტივი წასაკითხი. მათ მიჰყავთ ეს ყველაფერი რევოლუციისკენ, რაც რა თქმა უნდა, არ გამოუვათ, რადგან ამ ქვეყანაში საზოგადოებას, ჩვენს ხალხს ყველაფერი ესმით ძალიან კარგად და პატივი სცენ, ჩვენ ამომრჩეველს, რომელთა რაოდენობა თითქმის მილიონია“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.