„ჩვენთვის უპირველესია სიცოცხლე. ანუ, სიცოცხლე უნდა გადარჩეს. ამისთვის არსებობს ერთი რამ, არ დავინფიცირდეთ და არ გავცეთ ინფექცია. ამიტომ უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები, რომელიც დღეისთვის არის მოწოდებული“, - ეს განცხადება პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა.
„ამიტომ ერთმანეთის სიცოცხლეს უნდა გავუფრთხილდეთ. მინდა ერთი რამ ვთქვა. არ გამაჩნია არანაირი პოლიტიკური ინტერესი არავის მიმართ, მაგრამ ყველას მინდა ვუთხრა, ვერ გავუძლებთ ამას. ამ თავშეყრის ადგილმა, ერთმა ინფიცირებულმა შეიძლება დააინფიციროს 1000 ადამიანი. ამ 1000 ადამიანიდან 20%-ს ჰოსპიტალიზაცია სჭირდება. ამიტომ დაგვზოგეთ, დაიზოგეთ თქვენი თავი, რათა გადავრჩეთ და კვლავ გავაგრძელოთ ცხოვრება“, - აღნიშნა ლევან რატიანმა.