„ყველა, ვინც ამ სიტუაციაში ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს, არის საკუთარი ხალხის მტერი!“, - ამის შესახებ ჟურნალისტი, პაციენტთა უფლებადამცველი, საქართველოს ჯანრმთელობის ფედერაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი მეგი საჯაია სოციალურ ქსელში წერს.
„ხელისუფლებას მეტი გონიერება და დროული ნაბიჯების გადადგმა მართებს! სიტუაცია ხდება უმართავი! ამ წუთას ველაპარაკე გოგოს, რომელსაც 54 წლის ჯანმრთელი დედა გარდაეცვალა! მამა არის უმძიმესი. სამი დღე რეკავდა 112 ზე და ადგილი ვერ ნახეს ვერსად! შოკში ვარ“, - წერს საჯაია.