თამუნა ლეფსვერიძე: მარგველაშვილმა და მისმა მეუღლემ რიოში, 5 დღეში 35 000 რომ გადაიხადეს, ის არ იყო საინტერესო?
-
+
6 ნოემბერი. 2020. 02:51
„გიორგი მარგველაშვილმა და მისმა მეუღლემ რიოში, 5 დღეში, სასტუმროში მარტო 35 000 რომ გადაიხადეს, ის არ იყო საინტერესო როდესმე?“, - ასე ეხმაურება ჟურნალისტი თამუნა ლეფსვერიძე „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც კორონავირუსის პერიოდში პრეზიდენტის ექსკურსიებზე ბიუჯეტიდან 21 364 ლარი დაიხარჯა.
„ახლა, ჩემი და ქალბატონი სალომეს ურთიერთდამოკიდებულების ამბავი კი იცით არანაირი არაფერი, მაგრამ სამი პატარა კითხვა მაქვს:
- კოვიდის პერიოდად თუ აღებული გაქვთ აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით, ანუ 7 თვე, რა დაუთვალეთ, თვეში 3000 ლარს რომ ხარჯავდა პრეზიდენტი?!
- გიორგი მარგველაშვილმა და მისმა მეუღლემ რიოში, 5 დღეში, სასტუმროში მარტო 35 000 რომ გადაიხადეს, ის არ იყო საინტერესო როდესმე?
- და ბოლოს, იმ ტიპებს მაინც შეგრცხვეთ ამის ფრიალი, მარგველაშვილის საპრეზიდენტო ფონდიდან, ვითომ რაღაც ვებპლატფორმებისთვის 80 000-ები რომ გაქვთ ჩარიცხული
მადლობა ყურადღებიზა.
ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ“, - წერს ლეფსვერიძე.