საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, იან კელის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში მალე შედგება.
„ჩვენ ვერ ვისაუბრებთ დეტალებზე და დროზე. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ მდივანმა კერიმ აღნიშნა, რომ ჩამოვა საქართველოში, ხოლო დამატებით დეტალებზე საუბარი ნაადრევია. შემიძლია გითხრათ, რომ ეს ვიზიტი მალე შედგება. ეს იქნება მტკიცე სიგნალი საქართველოს მხარდაჭერის, რომელიც დგას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე", - განაცხადა იან კელიმ.
მისივე თქმით, ჯონ კერი მონაწილეობას მიიღებს ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის დაგეგმვის კომისიის შეხვედრაში.