logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნების“ შიდა კვლევის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში გამოკიხულთა 84% მიიღებს მონაწილეობას
- +

30 ივნისი. 2016. 21:36



პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების" შიდა პარტიული კვლევის შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში გამოკითხულთა 84% მიიღებს მონაწილეობას.



კითხვაზე, აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, 84% ამბობს - დიახ, 8% - არა, 7%-ს ჯერ არ გადაუწვეტია, ხოლო გამოკითხულთა 1% პასუხზე უარს აცხადებს.


გარდა ამისა, კითხვაზე რამდენად შესაძლებელია არჩევნებამდე დარჩენილ დროში თქვენი არჩევანი შეიცვალოს, გამოკითხულთა ყველაზე მეტი - 34% ამბობს, რომ შეუძლებელია, 19%-სათვის შესაძლებელია. 16% - მეტ-ნაკლებად შესაძლებელია, 11% - სრულიად შესაძლებელია, 14% - სრულიად შეუძლებელია, გამოკითხულთა 4%-მა არ იცის, 2% პასუხზე უარს აცხადებს.


საქართველოში სოციოლოგიური გამოკითხვა "ქართული ოცნების" დაკვეთით საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრმა "ფსიქოპროექტმა"  ჩაატარა. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner