„ნაცებო, ახლა არ დამიწყოთ ვირუსიაო, ქარიაო, აქტივისტები ხმების გადათვლას ახდენენო და მსგავსი **რობები“, - ასე ეხმაურება ჟურნალისტი გია გაბრიჩიძე პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას.
„თქვენ რომ კოვიდს მორიდებოდით, ზუგდიდის და ბათუმის აქციებს არ ჩაატარებდით.
ნურც ამინდს დააბრალებთ, თქვენი რეალური მხარდამჭერები თავის დროზე წვიმაშიც კარგად უკრავდნენ.
ხმების გადათვლა არა შვანცკი.
აი ესა ხართ სულ და უფრო ნაკლებიც, იმიტომ რომ მანდ უამრავი პოლიციელია, ჟურნალისტი და სეირის მაყურებელი. იმ ჩამოყვანილებიდან კი ნაწილი ბაზრობებზეა წასული, ნაწილი ნათესავებთან და ნაწილი კოლმეურნეობაზე ლუდს სვამს.
არა რა, მართლა უნდა გადათვალონ ის ბიულეტენები. შანსი არაა ამ ორი კინკილა კაცს 27 % აეღო“, - წერს გაბრიჩიძე სოციალურ ქსელში.