logo_geo
eng_logo
ირაკლი კაკაბაძე: ეს არის მასიური ინფიცირების დასაწყისი
- +

8 ნოემბერი. 2020. 20:47

 

 

„გენერალმა თემურ ალასანიამ დაახლოებით შვიდი ათასკაციანი ლაშქარი შეკრიბა თბილისში - ჩაატარა კარგი კონცერტი - და ახლა მისი გეგმა 'ეროვნული დაუმორჩილებლობის' შესახებ გეგმაში შედის“ - ასე ეხმაურება მწერალი ირაკლი კაკაბაძე ოპოზიციის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც,  რუსთაველის გამზირიდან საპროტესტო აქციის მონაწილეები ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გადაინაცვლებენ და საარჩევნო ადმინისტრაციის შენობაში არავის მისცემენ შესვლის საშუალებას.

 

„ისინი აპირებენ საარჩევნო კომისიის შენობის პიკეტირებას - რაც უკვე პირდაპირი ძალადობაა - და აგრეთვე შვიდი ათასი ადამიანის ერთად შეყრა და კონსტიტუტციური ნორმებიდან გასვლა არის მასიური ინფიცირების დასაწყისი და ეს შეგნებულად კეთდება ალასანიას ხელქვეითების მიერ.  ამაზე ხელისუფლება ვალდებულია რეაგირება მოახდინოს და საქართველოს მოსახლეობის 'უფლება სიცოცხლეზე' დაიცვას!“, - წერს კაკაბაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner