ცესკო-ს შენობასთან სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების მიმართ წყლის ჭავლი გამოიყენეს.აქციის მონაწილეები ცესკო-ს შესასვლელთან განლაგებულ სამართალდამცველებს ქვებს ესვრიან.
მანამდე შეკრებილების ცესკოს შენობის გარშემო არსებული ჯებირების განგრევას ცდილობდნენ. ისინი თავიანთ პროტეტს ჯებირებზე ბრახუნითაც გამოხატავდნენ.
ამ წუთებში ცესკოსთან პოლიციის დამატებით ჯგუფები, სპეცდანიშნულების რაზმები და წყლის ჭავლის მანქანებია მობილიზებული.