„დიდი ალბათობით, მათი მიზანი იყო ბიულეტენების განადგურება“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში 8 ნოემბრის აქციაზე საუბრისას განაცხადა.
„პოლიტიკურმა ლიდერებმა ჩვენი მოქალაქეები გამოიყენეს იმისთვის, რომ მორიგი შეტევა მოეხდინათ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე. ცენტრალური საარჩევნო კომისია არის ის სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც ითვლის ხალხის მიერ მიცემულ ხმებს და აჯამებს არჩევანს და გააკეთეს შეტევა. დიდი ალბათობით, მათი მიზანი იყო ბიულეტენების განადგურება. ეს ყველაფერი მოხდა ღამე და ბიულეტენების განადგურების შემდეგ, ეს ხალხი გამოვიდოდა და იტყოდა, რომ ცენტრალურ ოფისში დაცული ბიულეტენები აღარ არსებობს და არჩევნები უნდა ჩატარდეს თავიდან“, - განაცხადა თალაკვაძემ.