logo_geo
eng_logo
კარლ ჰარცელი: მივესალმებით პოლიტიკური ლიდერების ბოლოდროინდელ მოწოდებებს დიალოგისკენ, გადაიჭრას არსებული გამოუვალი მდგომარეობა
- +

10 ნოემბერი. 2020. 22:22

 

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი  „ტვიტერის“ გვერდზე წერს, რომ მიესალმება  პოლიტიკური ლიდერებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ბოლოდროინდელ მოწოდებებს დიალოგისკენ.

 

„მივესალმებით პოლიტიკური ლიდერებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ბოლოდროინდელ მოწოდებებს დიალოგისკენ, გადაიჭრას არსებული გამოუვალი მდგომარეობა და გამყარდეს დემოკრატიული დღის წესრიგი. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა და აშშ-ის საელჩო საქართველოში კვლავ მზად არის მხარდაჭერისთვის“, - წერს ჰარცელი და აზიარებს საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთობლივი განცხადებას, რომელიც 7 ნოემბერს გავრცელდა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner