logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: სახელმწიფო მდივან პომპეოს ვიზიტი განამტკიცებს აშშ-საქართველოს ყველა დროის უმაღლეს ნიშნულზე მყოფ სტრატეგიულ პარტნიორობას
- +

10 ნოემბერი. 2020. 23:04

 

 

„სახელმწიფო მდივან პომპეოს ვიზიტი განამტკიცებს აშშ-საქართველოს ყველა დროის უმაღლეს ნიშნულზე მყოფ სტრატეგიულ პარტნიორობას“,- ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტს სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.

 

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება როგორც რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება, ისე ორმხრივი თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში.

 

„მოუთმენლად ველი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს საქართველოში. მისი ვიზიტი განამტკიცებს აშშ-საქართველოს ყველა დროის უმაღლეს ნიშნულზე მყოფ სტრატეგიულ პარტნიორობას. ვიზიტის ფარგლებში განვიხილავთ რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ სიტუაციას და ჩვენს თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში“, – წერს გიორგი გახარია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner