logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: ე.წ. ოპოზიციონერები, ბუნებრივია, ყველანაირად შეეცდებიან ამ ვიზიტის დაკნინებას
- +

11 ნოემბერი. 2020. 00:48

 

 

„აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტს საქართველოში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“, - ამის შესახებ ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

გაბრიჭიძე აღნიშნავს, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოში პოლიტიკური პროცესების სტაბილურ და დემოკრატულ განვითარებას, ეს კი სერიოზული გზავნილია, როგორც სხვა საერთაშორისო პარტნიორებისთვის, ასევე კონკრეტული დესტრუქციული ძალებისთვის.

 

„პირველი და ჩვენი დღევანდელობისთვის უმთავრესია ის, რომ  ამერიკის შეერთებული შტატები ცალსახად მხარს უჭერს საქართველოში პოლიტიკური პროცესების სტაბილურ და დემოკრატულ განვითარებას, რაც სერიოზული გზავნილია როგორც სხვა საერთაშორისო პარტნიორებისთვის, ასევე იმ დესტრუქციული ძალებისთვის, რომლებიც ყველანაირად ხელს უშლიან სტაბილურობას და ხშირად სპეკულანტობენ პარტნიორების და მათ შორის აშშ-ს მხარდაჭერით.

 

ბუნებრივია ამ ვიზიტს დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებითაც.

 

ვიზიტის ფარგლებში, ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგთან ერთად, საუბარი იქნება რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე და საქართველოს როლზე რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. ასევე, შესაძლებლობა მოგვეცემა ამერიკულ მხარეს კიდევ ერთხელ, უმაღლეს დონეზე მივაწოდოთ ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით არსებულ გამოწვევებზე და იქ შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ გარემოსა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე.

 

ის ე.წ. ოპოზიციონერები, ბუნებრივია, ყველანაირად შეეცდებიან ამ ვიზიტის დაკნინებას - ჩვენთვის კი არა, ყარაბაღისთვის ჩამოდისო, ფაქტობრივად აღარ არის სახელმწიფო მდივანიო და მსგავს სისულელეებს მოროშავენ.

 

მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ რეგიონში მხოლოდ ჩვენ ვართ პარტნიორი და აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მთავარი ღერძი არ იცვლება!“ - წერს გაბრიჭიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner