logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: მაიკ პომპეოს ვიზიტი არის მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულება საქართველოსა და მისი ხელისუფლების პროდასავლური კურსის მიმართ
- +

11 ნოემბერი. 2020. 00:53

 

 

„ჩვენ აშშ-თან გვაქვს ძალიან მყარი თანამშრომლობა ყველანაირი თვალსაზრისით და მაიკ პომპეოს ვიზიტი არის მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულება საქართველოსა და მისი ხელისუფლების მიერ აღებული პროდასავლური კურსის მიმართ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

„მაიკ პომპეოს ვიზიტი საქართველოში არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო მდივანი ჩამოდის საქართველოში, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმ მყარ მხარდაჭერას, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას ამერიკის შეერთებული შტატებისგან.

 

ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი თანამშრომლობა ყველანაირი თვალსაზრისით და ეს არის მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულება საქართველოსა და მისი ხელისუფლების მიერ აღებული პროდასავლური კურსის მიმართ. ეს არის სახელმწიფოებრივი დატვირთვის მქონე ვიზიტი. რა თქმა უნდა, ყველა საკითხზე შეიძლება იყოს საუბარი, რაც უკავშირდება საქართველოში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის დემოკრატიულ განვითარებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner