logo_geo
eng_logo
თენგიზ ცერცვაძე: არავითარი გამართლება არ აქვს ხალხმრავალ თავყრილობებს, თუნდაც ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ზრუნვის საბაბით კეთდებოდეს
- +

11 ნოემბერი. 2020. 19:38

 

 

„არავითარი გამართლება არ აქვს ხალხმრავალ თავყრილობებს, თუნდაც ის კეთილი ზრახვებით და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ზრუნვის საბაბით კეთდებოდეს“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„ლოკდაუნის“ არგამოცხადების პირობებში, ამ მზარდი სტატისტიკის შეჩერების პირობებში ორი გზა არსებობს: ერთი, მთელი საზოგადოებრივი აზრის მობილიზაცია უნდა მოხდეს იმისათვის, რომ ყველამ მკაცრად შევასრულოთ გაწერილი რეგულაციები, რაც გულისხმობს პირბადეების აუცილებელ ტარებას, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. ასევე სოციალური დისტანციის დაცვა, ხელების ჰიგიენა და ხალხმრავალი ადგილებში ყოფნისგან თავის შეკავება. თუ რომელიმე გარკვეული სპეციფიკის გამო, საარჩევნო და პოლიტიკური პროცესები მაქვს მხედველობაში, ვერ ხერხდება, სასურველია მოხდეს. დღეს არავითარი გამართლება არ აქვს ხალხმრავალ თავყრილობებს, თუნდაც ის კეთდებოდეს კეთილი ზრახვებით და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ზრუნვის საბაბით“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner