„სააკაშვილმა აღიარებითი ჩვენება მისცა, არაერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა აღწერა სიტუაცია, რა ძალებითა და რესურსით სურდათ, მიზნისთვის მიეღწიათ“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი გადატრიალებაა.
„ძალისმიერი მეთოდით ცდილობდნენ, ცესკო-ს შენობაში შეჭრილიყვნენ. სააკაშვილმა აღიარებითი ჩვენება მისცა ისევე, როგორც არაერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა აღწერა სიტუაცია, თუ რა ძალებითა და რესურსით სურდათ, მიზნისთვის მიეღწიათ. ამის შემდეგ კითხვის დასმა, თუ რატომ არ საუბრობს „ნაციონალური მოძრაობა“ აქციების მშვიდობიანობაზე და რატომ არ ცვლის გეგმას, არ შეესაბამება იმ რეალობას, რაც დღეს გვაქვს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.