„ამას მხოლოდ და მხოლოდ ვხედავ როგორც საქართველო-ამერიკის ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობას“, - ასე აფასებს „ქართული ოცნების" წევრი გიორგი ხელაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტს.
„მაიკ პომპეო ჩამოდის საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობების ფარგლებში, იმის გათვალისწინებით, რომ ის ასევე ამ ტურნეს განმავლობაში ჩადის საფრანგეთში, თურქეთში, ისრაელში და სხვა ამერიკის ძალიან მკვეთრად გამოხატულ მხარდამჭერ ქვეყნებში, მიგვითითებს ამ ვიზიტის გეო პოლიტიკურ და გეო სტრატეგიულ ხასიათზე და მე არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს რაიმე ფორმით უკავშირდებოდეს იმ მწვავე საკითხებს, რომელიც წარმოიშვა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის და შესაბამისად, ამას მხოლოდ და მხოლოდ ვხედავ როგორც საქართველო-ამერიკის ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობას და სწორედ ეს იქნება ძირითადი წამყვანი საკითხები“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.