„ნაცვლად იმისა, რომ სტრატეგიულ პარტნიორს დახვდე ღირსეულად, ისე, როგორც ამას ჩვენი ქვეყანა ყოველთვის აკეთებდა, აქციით დახვედრას აპირებენ, მაგრამ რის გაპროტესტებას აპირებენ, ესეც დააზუსტონ იქნებ“,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ განაცხდა.
„ოპოზიციის მხრიდან ძალიან ბევრი არადემოკრატიული და მიუღებელი ქმედება ჩვენ ვნახეთ ბოლო პერიოდში. დარწმუნებული ვარ, ეს მოწოდება ბევრის მიერ არ იქნება გაზიარებული, თუმცა სააკაშვილისა და მისი გუნდის სულისკვეთებას ძალიან კარგად აჩვენებს. ნაცვლად იმისა, რომ სტრატეგიულ პარტნიორს დახვდე ღირსეულად, ისე, როგორც ამას ჩვენი ქვეყანა ყოველთვის აკეთებდა, აქციით დახვედრას აპირებენ, მაგრამ რის გაპროტესტებას აპირებენ, ესეც დააზუსტონ მაშინ“, - აღნიშნა კახა კუჭავამ.