logo_geo
eng_logo
თენგიზ ცერცვაძე: „სამწუხაროდ, ცნობილმა პოლიტიკოსმა პირდაპირ მოუწოდა მოსახლეობას, რომ „კოვიდი“ არაფერი არ არის
- +

11 ნოემბერი. 2020. 21:42

 

 

„მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, ძირითადად ახალგაზრდები დემონსტრაციულად ახდენენ „კოვიდის“ საფრთხის იგნორირებას. ზოგიერთისთვის ეს ერთგვარი თავის მოწონების და თვითდამკვიდრების საშუალებაც კი გახდა“, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, კორონავირუსის საფრთხის იგნორირიება ძალიან დიდი შეცდომაა.

 

„სამწუხაროდ, იცით, ძალიან ცნობილმა პოლიტიკოსმა ტელეეთერში პირდაპირ მოუწოდა მოსახლეობას, რომ „კოვიდი“ არაფერი არ არის, თავად გადავიტანე რამდენიმე დღის წინ, საერთოდ არ მიგრძნია, ეს არაფერი არ არისო. ამ პათოსით ძალიან ბევრი ამბობს, განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომ რა მოხდა, რატომ უნდა შევიცვალოთ ცხოვრების წესი „კოვიდისთვის“, რატომ უნდა მოვიკლოთ რამე, თუნდაც შეკრებები, გართობა, რა მოხდა, „კოვიდი“ იგივე გრიპი ან გრიპის მსგავსია, ჩვენ „კოვიდის“ არ გვეშინიაო. ბევრს ეამაყება, რომ არ ეშინია „კოვიდის“ და ამიტომ უარყოფენ ყველანაირ შეზღუდვას. ზოგი გამომწვევად, პრინციპულად არ ემორჩილება შეზღუდვებს, რათა დაამტკიცოს, რომ ძლიერია, ყოჩაღია, ვაჟკაცია და „კოვიდის“ არ ეშინია. ადამიანებს, რომლებიც შეგნებულად, გააზრებულად თუ გაუაზრებლად ახდენთ „კოვიდის“ საფრთხის იგნორირებას, მოგიწოდებთ, ეს ძალიან დიდი შეცდომაა.

 

ეს მარტო საქართველოში არ მომხდარა, ეს იყო აშშ-ში, როცა ტრამპი აცხადებდა, რომ ამერიკა „კოვიდზე“ ძლიერია, ჩვენს ქვეყანას არ დავაჩაგრინებთ „კოვიდს“ და თქვენ სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვრეთ. შედეგი – ამერიკა ლიდერობს როგორც ავადმყოფების, ისე გარდაცვლილების რაოდენობით და კიდევ ერთი შედეგი – ტრამპი აღარ აირჩიეს და აირჩიეს ბაიდენი, რომელიც მკაცრი ზომების მომხრეა. ნუ გავხდებით იმის მიმდევრები, რომ „კოვიდის“ არ გვეშინია, გთხოვთ. ეს ძალიან დიდი შეცდომაა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner