აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი გადავარდა.
უწყების ცნობით, ამ დროისთვის, 73 წლის პაციენტი სისხლჩაქცევებითა და მოტეხილობებით კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
„დღეს, დაახლოებით, 19:00 საათზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან გადმოვარდა 73 წლის კოვიდ-დადებითი პაციენტი. მამაკაცი მკურნალობას თერაპიულ განყოფილებაში გადიოდა. ის გახლავთ ამავე კლინიკის თანამშრომლის ოჯახის წევრი და პერიოდულად თავად მეთვალყურეობდა. შემთხვევის მიზეზი უცნობია, ამ დროს პალატაში სხვა პირი არ იმყოფებოდა. ამჟამად პაციენტი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები, დადგინდა გულმკერდის მიდამოში ორი ნეკნის მოტეხილობა და მუცლის ღრუში მცირედი სისხლჩაქცევები. პაციენტს უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება“, - აცხადებენ უწყებაში.